მედიისთვის ცნობილი
გახდა „მუსლიმთა უცოდველობის“ ავტორის ვინაობა. მან ინტერვიუ მისცა გავლენიან მედიასაშუალებებს “Associated
Press” და “Wall
Street Journal”–ს. ის თავს სემ ბასილეს უწოდებს და აცხადებს, რომ თავად არის ფილმის რეჟისორიცა და სცენარისტიც.
„ისლამი არის კიბო“ განაცხადა
მან ორივე საინფორმაციო საშუალებისათვის მიცემულ ინტერვიუში და დასძინა, რომ არის
ებრაელი–ამერიკელი, რომელსაც სურდა ისლამის უარყოფითი მხარეების ჩვენება.
52 წლის სემ
ბასილეს თქმით, მის მიერ გადაღებული ფილმი, რომელიც ებრაელმა დონორებმა
დააფინანსეს, 5 მილიონი ამერიკული დოლარი
დაჯდა.
ფილმი „მუსლიმანთა
უცოდველობა“, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებზე თავდასხმების მიზეზი გახდა, გადმოსცემს, რომ მუჰამედი
სიყალბეა და მისი მიმდევრები გიჟები არიან.
„ეს ფილმი პოლიტიკური
მესიჯია და ყველას დავანახებ, რაც არის ისლამი“ – აცხადებს ბასილე.
Internet.ge