საქართველოს
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
სახალხო დამცველის რეკომენდაციას
მიესალმება და განცხადებას ავრცელებს:
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მიესალმება სახალხო დამცველის აპარატის განსაკუთრებულ ყურადღებას სასჯელაღსრულების სისტემის მიმართ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტური მექანიზმების არსებობას საქართველოში.
ისევე
როგორც საქართველოს სახალხო დამცველის ნებისმიერი რეკომენდაცია, სამინისტროსათვის
საგულისხმოა
სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფის გეგმიური მონიტორინგის ანგარიში, ქ.ქუთაისის №2 საპატიმრო და თავისუფლების აღკვეთის და გეგუთის №14 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან
დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული
ანგარიშის
შესახებ სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, საზოგადოებას ამცნოს შემდეგი ინფორმაცია:
ბრალდებულთა
და მსჯავრდებულთა უფლებების განუხრელად დაცვის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ, დაუყოვნებლივ დეტალურად იქნება შესწავლილი ხსენებული ანგარიში, გადამოწმდება ასახული გარემოებები და შესაბამისად გატარებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული
ღონისძიებები.
მისასალმებელია,
რომ ანგარიშში ასახულია სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების პოზიტიური შედეგები, რაც პირდაპირ აისახება სასჯელაღსრულების
სისტემაზე
და მათ შორის გეგუთის №14 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაზე.
აღსანიშნავია,
რომ ანგარიში შეიცვს სადაო საკითხებს, რომელსაც სამინისტრო გამორიცხავს და მიზანშეწონილად მიიჩნევს დეტალურ შესწავლა/გადამოწმებას, ხოლო ზოგიერთი დასმული საკითხი თავისთავად იქნება გადაწყვეტილი მიმდინარე რეფორმების ფარგლებში.
აქვე
უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო თავადვე აცნობიერებს, რომ პენიტენციურ
სისტემაში
გასაკეთებელი
ჯერ კიდევ ბევრია და ყველა დაწყებული რეფორმის წარმატებით დასასრულებლად სამინისტრო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა მოხდეს უმთავრესი პრიორიტეტის რეალიზაცია
- საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება.
სახალხო
დამცველის
ნებისმიერი
რეკომენდაცია
არის დამატებითი მოტივაცია, რათა კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს სისტემაში, შესაბამისად სამინისტრო მოლოდინშია სახალხო დამცველის შემდგომი ანგარიშისა, სადაც იმედია აგრეთვე იქნება ასახული უმნიშვნელოვანესი
და მასშტაბური რეფორმები და მათი შედეგები, რომლებიც სულ მცირე დროში იქნა მიღწეული სასჯელაღსრულების
სისტემაში“,-
აღნიშნულია განცხადებაში.
internet.ge