საკაბელო მაუწყებლობისთვის ლიცენზირება საჭირო აღარ
იქნება. აღიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო
სასამართლომ, სახალხო
დამცველის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვის შემდეგ, დღეს მიიღო.
არ დაკმაყოფილდა ტუღუშის კიდევ ერთი
მოთთხოვნა, რომელიც თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზირებას ეხებოდა.
საქმე
ეხებოდა
"მაუწყებლობის
შესახებ კანონის" რამდენიმე დებულების არაკონსტიტუციურად
ცნობას, კონკრეტულად კი სადაოდ იყო ნორმები, საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზირებასთან
დაკავშირებით.
სახალხო
დამცველი არ ამართლებს საკაბელო ტელევიზიის ლიცენზირებას და მიაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება, ყველაზე ეფექტურად რეალიზდება მაუწყებლობის მეშვეობით.
სასამართლომ
გაიზიარა სახალხო დამცველის (მოსარჩელის) არგუმენტი და ამგვარი რეგულირება არანაკლებ ეფექტური, თუმცა ნაკლებად შემზღუდავი ხასიათის იქნება.
თანამგზავრული
საშუალებით
მაუწყებლობასთან
დაკავშირებით
კი, საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ "სისტემით მაუწყებლობის ლიცენზირება, ლიცენზიის გაცემის წესი და აგრეთვე გაცემული ლიცენზიის მოდიფიცირების ვალდებულება, სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლიანი
სუბიექტის
უფლებამოსილებიდან
გამომდინარეობს
და შესაბამისობაშია
საქართველოს
კონსტიტუციის
24-ე მუხლთან, – ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა."
– ნათქვამია
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
internet.ge