თბილისელები
მუნიციპალურ
ტრანსპორტში
ფასდაკლების
ახალი სისტემით სარგებლობას დღეიდან
შეძლებენ.
მერიის
ვებ-გვერდზე განთავსებულმა იდეამ ხმათა საჭირო რაოდენობა (15
000) მოიპოვა.
„ფასდაკლების
ახალი სისტემის ფარგლებში, ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების ელექტრონული ბარათით გადახდისას მეტრომანით სარგებლობს, შესაძლებლობა აქვს მუნიციპალურ ტრანსპორტში, პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდოს და საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს“,- აღნიშნა მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ჯორბენაძემ.
მისი
თქმით, აღნიშნული სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული.
რაც
შეეხება სხვადასხვა სოციალური შეღავათების მქონე ადამიანებს, მერაიში განმარტავენ, რომ ის 600 000-მდე ადამიანი, რომელიც ფასდაკლების ბარათით სარგებლობს აღნიშნული შეღავათით სარგებლობასაც შეძლებს.
„ამ
შემთხვევაში,
სოციალურად
დაუცველი პიროვნება, მასწავლებელი თუ სხვა, გადაიხდის მათვის განკუთვნილ დაბალ ტარიფს. შემდეგი საათნახევარი კი უფასოდ ივლის“,- დასძინა ჯოხაძემ.
თბილისის
მერიის ახალი ინიციატივა 5 დღის განმავლობაში ვებ-გვერდზე:
www.chemitbilisi.com იყო განთავსებული,
რომელმაც საჭირო 15 000 ხმა მოკლე დროში მოაგროვა.
internet.ge