ქალაქ ბიუნაკსკში
კონტრტერორისტული ოპერაციის დროს 120-მილიმეტრიანი ნაღმები სკოლა-ინტერნატის
ტერიტორიაზე ჩაცვივდა.
როგორც გაირკვა, ეს
სამხედროების შეცდომის გამო მოხდა - ასე დაადგინეს საგამოძიებო კომიტეტში და
განმარტეს, რომ ნაღმმტყორცნთან მდგომმა ადამიანმა მიმართულება აურია.
სკოლა-ინტერნატის
ტერიტორიაზე ჩავარდნილი ერთი ნაღმი აფეთქდა, მეორე კი არა. ამ დროს შენობაში
მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ.
მხოლოდ სასწაულით გადაურჩნენ ნაღმებს, შენობაში მყოფი ადამიანები. სამსართულიან შენობაში
ყველა მინა ჩაიმტვრა და მაღალი ძაბვის სადენიც დაზიანდა.
internet.ge