თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უნივერსიტეტი მზად არის სტუდენტების მიერ დაყენებული არგუმენტირებული საკითხების განსახილველად, თუკი ეს ცივილიზებული ფორმით მოხდება და მისი გადაჭრა უნივერსიტეტის უფლებამოსილებაა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს შენობაში შეჭრის მცდელობა ჰქონდათ, რა დროსაც უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სტუდენტები საბჭოს შექმნასა და გათავისუფლებული ლექტორების უკან დარუნებას ითხოვენ. ასევე ახალგაზრდების მოთხოვნაა, ანდრო ბარნოვის თანამდებობიდან გათავისუფლება.
internet.ge