ჩერნოვიცკის მხარის პროკურატურა იკვლევს ადგილობრივ
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოჯახს მორგიდან ცარიელი კუბო
გაატანეს.
მამაკაცი თავის სახლში გარდაიცვალა. ის რამდენიმე
დღეში ყოფილმა ცოლმა და ქალიშვილმა აღმოაჩინეს და ცხედარი მორგში წაიღეს, სადაც
სასწრაფოდ სასახლის ყიდვა მოსთხოვეს.
დაკრძალვა ჭიანურდებოდა, ამიტომ ცხედარი მაცივარში
მოათავსეს.
დაკრძალვის დღეს კი ნათესავებს თავდახურული კუბო
გადასცეს, საიდანაც, ახლობლების თქმით, აუტანელი სუნი გამოდიოდა და არავის უეჭვია,
რომ მასში მიცვალებული არ იყო ჩასვენებული.
დაკრძალვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც
მიცვალებულის ყოფილი მეუღლე ყვება, მას მორგიდან დაურეკეს და ჯერ ჰკითხეს -
ჩატარდა თუ არა დაკრძალვა, შემდეგ კი შეატყობინეს, რომ მისი მეუღლის ცხედარი
მორგის მაცივარში ინახებოდა და ოჯახს მიცვალებულის სასწრაფოდ წასვენება მოსთხოვეს.
ამის შემდეგ ოჯახმა საფლავის გახსნის უფლება
მოითხოვა და აღმოაჩნდა, რომ მასში მიცვალებული არ იყო.
მომხდარის დეტალებს პროკურატურა იძიებს.
Internet.ge