კახეთში,
თელავისა და ყვარლის რეაბილიტაციის დასრულებას სახალხო ზეიმით აღნიშნავენ.
დღეს,
სახალხო ბაზრობაზე ყვარელში გიგანტურ საწნახელებში მსურველები შეძლებენ ღვინის დაწურვაში მონაწილეობას, კახური ყურძნისა და ჩურჩხელის დაგემოვნებას. ყვარლის ქუჩების კუთხეში დამთვალიერებლებს საკუთარი ხელით შეეძლებათ თიხის ნივთების უძველესი წესით დამზადება, ფარდაგების ქსოვის პროცესში მონაწილეობა, თექაზე მუშაობა და ხევსურული სამოსის ორნამენტების მოქარგვა.
კახეთის მცხოვრებლები და მისი სტუმრები ულამაზესი სანახაობის მონაწილეები გახდებიან. ნამდვილ თეატრალურ სანახაობად კი, ყვარლის ციხის მიმდებარე ტერიტორია გადაიქცევა, სადაც
ღონისძიებებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
შეგახსენემთ,
გუშინ თელავში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის სახლი გახსნა.
ამასთან, თელავის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში
საზეიმო ღონისძიებები ქალაქში დილიდან დაიწყო. განახლებულმა ნადიკვარის პარკმა, ერეკლეს ძეგლის ტერიტორიამ, ჩოლოყაშვილის ისტორიულმა ქუჩამ უამრავ სტუმარს უმასპინძლა.
Internet.ge