ქუთაისში ბაგრატის ტაძრის კურთხევას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან
ამ წუთებში, განახლებულ ბაგრატის ტაძარში კურთხევის ცერემონიალი მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
ტაძრის კურთხევის ცერემონიალს პოლიტიკური
პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან. ღვთისმმსახურებას პარლამენტი თავმჯდომარე დავით
ბაქრაძე, უმრავლესობის წევრებთან გიგი წერეთელთან და აკაკი ბობოხიძესთან ერთად ესწრება.
ბაგრატის ტაძარში იმყოფებიან კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები ირაკლი ალასანია,
გუბაზ სანიკიძე, ზვიად ძიძიგური, დავით უსუფაშვილი, ასევე პარტიების „თავისუფალი საქართველოს“, "ახალი მემარჯვენეების," „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“, 'ქართული დასის", „ლეიბორისტული
პარტიის,“ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრები.
შეგახსენებთ,
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 9 სექტემბერს გამართულ საკვირაო ქადაგებისას, მთავრობას, ოპოზიციას და სრულიად საქართველოს მოუწოდა, რომ ამ დღეს ბაგრატის ტაძარში მივიდნენ.
"ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე, მომავალ კვირას, ყველას - პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს გიწვევთ ბაგრატის ტაძარში", - აღნიშნა უწმინდესმა 9 სექტემბერს.
პატრიარქის მოწოდება მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ტაძრის გახსნის დღეს პოლიტიკოსებმა ამბიცია გვერდზე უნდა გადადონ.
Internet.ge