განახლებულ ბაგრატის
ტაძარში კურთხევის ცერემონიალის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტაძარში
შეკრებილ მრევლი დალოცა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და ყველა იმ
პირს, ვინც ათეული წლების მანძილზე ნანგრევებად ქცეული ბაგრატის ტაძრის აღდგენაში მონაწილეობა
მიიღო.
პატრიარქის თქმით,
ღმერთმა ინება გავმხდარიყავით ამ სასწაულის მომსწრენი, ბარატის ტაძარი იქცა სიმბოლოდ
აღდგომისა, სიმბოლოდ საქართველოს გაბრწყინებისა.
„ძმები, დებო, ჩვენ
ვართ მომსწრნენი უდიდესი სასწაულისა, ასეული წლების განმავლობაში ჩვენ მოვდიოდით და
ვუყურებდით ბაგრატის ტაძრის ნანგრევებს და ახლა ჩვენ ვხედავთ აღდგენილ ტაძარს, ჩვენ
ვმადლობთ უფალს. ეს არის უდიდესი სასწაული, ამიტომ ჩვენ ვხარობთ აღდგომის სიხარულით.
ქრისტე აღსდგა! ბაგრატის ტაძარი აღსდგა! საქართველო აღსდგა!“ - ბრძანა პატრიარქმა.
ქადაგების დასრულების შემდეგ, ილია მეორემ სამების საკათედრო გუნდთან ერთად საგალობელი
შეასრულა. დღესვე, უწმინდესმა შეკრებილ მრევლს და პოლიტიკურ
ძალებს მიმართა ინიციატივით, რომ ისინი 23 ოქტომბერს ჩავიდნენ ფოთში, სადაც ღმთისმშობლის
მიძინების საკათედრო ტაძარი იხსნება.
საუბრის დასრულებისას, უწმინდესმა და უნეტარესმა ყველა ოპოზიციურ პარტიას პრეზიდენტის ინიციატივა გააცნო და მათ ბანკეტზე დასწრება სთხოვა.
internet.ge