კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის
თქმით, მან საქართველოს მოსახლეობას დახმარება ნასესხები ფულითაც კი გაუწია.
აღნიშნული საკითხის შესახებ ივანიშვილმა „მეცხრე არხის“
პროექტ „ხაზზეა საქართველოში“ სტუმრობისას სენაკელი ქალბატონის შეკითხვის საპასუხოდ
განაცხადა.
მისი თქმით, პირველი 30 000 ლარით მან საქართველოს ახალგაზრდები
სასწავლებლად გაუშვა. შემდეგ კი, 400 ტრაქტორი სწორედ ნასესხები ფულით გამოუგზავნა
ქართველ გლეხებს.
„თუ რამეს აკეთებ ეს მოსახლეობას არ უნდა დაამადლო,
აქამდე ვცდილობდი ჩემი ქველმოქმედების აფიშირებისგან თავი შემეკავებინა, თუმცა პოლიტიკაში
მოსვლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ხალხმა ეს ყველაფერი უნდა იცოდეს“,– განაცხადა ივანიშვილმა.
ტელეხიდში მონაწილე ქალბატონი დაინტერესდა აქამდე სად
იყო ივანიშვილი, მაშინ როცა სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება.
სამეგრელოს მოსახლეობა დევნილების თემაზე ივანიშვილის
პოზიციითაც დაინტერესდა.
ივანიშვილის განცხადებით, 27 სექტემბერს ის დევნილებთან
გაფართოებულ შეხვედრას გამართავს.
„ჩვენი ამოცანა დევნილი მოსახლეობის დახმარება იქნება“,–
აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.
Internet.ge