განახლებული კახეთი
დღეს უამრავ სტუმარს მასპინძობს. ყვარელში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, ეწყობა
გამოფენები, იხსნება ახალი ობიექტები.
ყვარლის რეაბილიტაციის
ფარგლებში მოხდა 150-მდე შენობის რეკონსტრუქცია, აღდგა ელექტროსადენები და საკანალიზაციო
სისტემები.
განახლებულ ყვარელში
დილიდან სახალხო სეირნობაა, ახალ აშენებულ ობიექტებს ათვალიერებენ ადგილობრივები, ასევე
სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები და უცხოელი სტუმრები.
ისტორიული ქალაქი
მთლიანად შეცვლილია, განახლებულია ისტორიული შენობა-ნაგებობები და ისტორიული ქუჩები.
ყვარლის ცენტრში მიმდინარეობს გამოფენა-გაყიდვა. მთელი დღის განმავლობაში ქუჩებში თეატრალური
წარმოდგენები იმართება.
დღესვე, ყვარელში
ახალი იუსტიციის სახლი იხსნება, რომლის დიზაინიც ქართველ არქიტექტორს ირაკლი შარაშენიძეს
ეკუთვნის. ყვარლის იუსტიციის სახლში 25 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული, ყველა მათგანს
სპეციალური კურსები აქვთ გავლილი. ყვარლის იუსტიციის სახლში მისულ მოქალაქეს 250-ზე
მეტი სერვისი მიღების შესაძლებლობა ექნება. ამის პარალელურად ყვარელში აშენდა იუსტიციის
სასწავლო ცენტრი, რომელიც უწყების წარმომადგენელთა პროფესიულ ზრდაძე იქნება ორიენტირებული.
ყვარელში ღონისძიებებს ულამაზესი ფოიერვერკი დაასრულებს, რის
შემდეგაც ხალხურ სიმღერებს გიორგი უშიკიშვილის ანსამბლის „ლაშარის“ მომღერლები შესარულებენ, ბოლოს კი სცენა სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავეებს დაეთმობათ.
Internet.ge