დაღესტანში რუს სამართალდამცველებსა და მებრძოლებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მოკლულია ხუთი მებრძოლი. რუსული მედია წერს, რომ შეიარაღებული პირების სამალავი პოლიციამ საბავშვო ბაღის სარდაფში იპოვა.
სამართალდამცველების შეთავაზებაზე - ჩაბარებოდნენ, მებრძოლებმა უარი თქვეს. ორმხრივ სროლას ხუთი მებრძოლი და ერთი სამართალდამცველი ემსხვერპლა.
დაღესტნის საძიებო სამმართველოს განცხადებით, სარდაფში ნაპოვნია შაჰიდის ქამრები, ხელყუმბარები და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
internet.ge