ბაგრატის ტაძრის კურთხევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს წირვაზე მყოფი 6 წლის გიორგი სვანიძე გამოელაპარაკა.
პრეზიდენტთან საუბრისას პატარა გიორგიმ ისიც აღნიშნა, რომ დღეს მისი დაბადების დღეა.
მიხეილ სააკაშვილმა მას დაბადების დღე მიულოცა და ამ დღის აღსანიშნავად, საკუთარი ჯვარი აჩუქა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ბაგრატის ტაძრის კურთხევას დაესწრო და იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. უპირველესად, მან მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ილია მეორეს როგორც ბაგრატის ტაძრის აღდგენის, ისე, ზოგადად, ტაძრების აღდგენა-აშენების ინიციატივისთვის. ქვეყნის პირველმა პირმა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებსაც მიმართა და ქვეყნის გამთლიანებისა და გაძლერების იდეის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
მიხეილ სააკაშვილი ბაგრატის განახლებულ ტაძარში ოჯახთან - მეუღლესთან და უმცროს ვაჟიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
Internet.ge