GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თავდაცვის აკადემიაში სასწავლო პროცესი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა
13:35 17.09.2012
დღის სიახლეები
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 

აკადემიის პირველი და მეორე კურსის მსმენელებს სწავლის დაწყება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პირადად მიულოცა. 

თავდაცვის მინისტრი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სასწავლო პროცესის დაწყებას უშუალოდ გაეცნო. საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა შეასრულა. 

სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, აკადემიის მსმენელებმა და დამსწრე სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის დროს დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს. 

დღეიდან აკადემიის ბაკალავრიატის პირველი კურსის მსმენელები 5 კვირიან საწყის საბრძოლო მომზადების კურსს გაივლიან. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლას სახელმწიფო სრულიად ანაზღაურებს. 

აკადემიაში გასულ ეროვნულ გამოცდებზე სხვა სახელმწიფო თუ კერძო სასწავლებლებს შორის ყველაზე დიდი კონკურსი იყო. ყველაზე დიდი მოთხოვნა სამხედრო ავიაციის სპეციალობაზე დაფიქსირდა, შემდეგ ადგილზე გავიდა საერთო საჯარისო მართვის სპეციალობა. 

აკადემიის მსმენელები უზრუნველყოფილნი არიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, უნიფორმით, სამედიცინო მომსახურებით. 

აკადემიის კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას. აკადემია მოამზადებს ოფიცრებს ქვეითი, საინჟინრო, ლოგისტიკის, სატანკო, მექანიზირებული, არტილერიის, ავიაციის, საჰაერო თავდაცვის და კავშირგაბმულობის სპეციალიზაციით. 

აკადემიაში ჩაბარების შემდეგ, მსმენელები თავდაცვის სამინისტროსთან აფორემებენ 10-წლიან ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს 4-წლიან სწავლებასა და 6-წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს. სწავლის დასრულების შემდეგ მსმენელი იღებს ლეიტენანტის წოდებას.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ავტოცისტერნისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა1
გუბაზ სანიკიძე არჩევნების შემდეგ ‘’ქართული ოცნების" წევრებს აღარ უნახავთ (VIDEO)2
ფანჯიკიძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ წინასაარჩევნო ქცევის წესებს გამოეხმაურა3
მიხეილ სააკაშვილმა 66 მსჯავრდებული შეიწყალა4
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოადგილე: პაციენტი მალხაზ ბიჭინაშვილი სიკვდილს ებრძვის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X