კვიტაშვილი: შეძახილები, რომელსაც ახალგაზრდები სკანდირებენ, ურთიერთობებს ვერ მოაწესრიგებს
თსუ-ს პირველ
კორპუსთან სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდები უნივერსიტეტიდან ლექტორების დათხოვნას აპროტესტებენ.
უნივერსიტეტის
რექტორის, ალექსანდრე
კვიტაშვილის განცხადებით, სტუდენტების მოთხოვნები ნაწილობრივ სამართლიანია, თუმცა
ის შეძახილები, რომელსაც ახალგაზრდები სკანდირებენ, ურთიერთობებს ვერ
მოაწესრიგებს.
„სტუდენტების პრეტენზიები სასწავლო ბაზებთან დაკავშირებით სამართლიანია, რომლის
მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
რაც შეეხება მოთხოვნას, რომ ანდრო
ბარნოვმა სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა დატოვოს, ბარნოვი ხელისუფლების მხრიდან დეკანად არავის დაუნიშნავს და ის თავად
რექტორის თხოვნით მოვიდა
აღნიშნულ თანამდებობაზე, ანდრო
ბარნოვი უკვე აღარ
მუშაობდა სამხედრო აკადემიაში და მე მოვიწვიე. ის არც არჩეულია და არც დანიშნული, მოწვეულია 6 თვით და მერე
გახდება ცნობილი, ავირჩევთ თუ არა დეკანად“,- განაცხადა კვიტაშვილმა.
მისივე
თქმით, ლექტორები უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით
არავის გაუთავისუფლებია.
internet.ge