უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა, პრეზიდენტს - ვიქტორ
იანუკოვიჩს ექს-პრემიერის, იულია ტიმოშენკოსა და იური ლუცენკოს შეწყალება
სთხოვა, რათა თავიდან იქნას აცილებული ძვრები ქვეყნის შიგნით და ერის გახლეჩვა.
ამის შსახებ ფილარეტმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„ვესაუბრე პრეზიდენტ იანუკოვიჩს პატიმარ ტიმოშენკოსა და ლუცენკოზე.
ჩვენ არ ვერევით სასამართლოს საქმეებში, მაგრამ ვთხოვეთ პრეზიდენტს მათი შეწყალება
იმისათვის, რათა ხალხი დამშვიდდეს, ერი არ გაიყოს და არ მოხდეს შიდა ძვრები“ -
განაცხადა პატრიარქმა.
ამასთან, მან შეახსენა იანუკოვჩსა და მის გარემოცვას, რომ „თავადაც
ღმერთის შვილები არიან და ოდესღაც, მათაც მოელით ღვთის სამსჯავროზე წარდგომა“.
ბოლო კი პატრიარქმა განაცხადა, რომ ეკლესია მხარს დაუჭერს იანუკოვიჩის
წამოწყებებს, რომლებიც მიმართული იქნება უკრაინის სახელმწიფოს განვითარებისა და
დაცვისკენ.
Internet.ge