7
წლის ჯულიანო სტროემ სახელი ჯერ კიდევ
2009 წელს გაითქვა, როცა უჩვეულო
ილეთის დამსახურებით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა:
მაშინ 5 წლისამ, მხოლოდ ხელებით, 10 მეტრი მანძილი გაიარა ისე, რომ ფეხებით მიწას
არცერთხელ შეხებია.
იმავდროულად,
ბიჭუნას, ფეხებს შორის რეზინის ბურთი ეკავა.
უნიკალურმა
ბავშვმა სპორტდარბაზში მამასთან ერთად დაიწყო ვარჯიში.
ის
ხშირად მონაწილეობს შოუებში იტალიასა და რუმინეთში და მას შემდეგ კიდევ არაერთხელ
გახდა გინესის წიგნის რეკორდსმენი.
ბოლოს
კი ხელით 20 აწევა შეასრულა, ისე, რომ ფეხები ჰაერში ჰქონდა.
ზოგიერთები,
მამას საყვერდურობენ, რომ ის ბოროტად იყენებს ბავშვის შესაძლებლობებს და აიძულებს
გააკეთოს ის, რაც მის ასაკასა და ძალებს აღემატება, თუმცა იულიენ სტროე ამბობს,
რომ მის შვილს თავად მოსწონს არა მარტო ვარჯიში, არამედ სპორტული მიზნების
მიღწევა.
ამ
ვიდეოში, რომელსაც, ტრადიციულად, პატარა ათლეტის მამა ავრცელებს ხოლმე ინტერნეტით,
ჯულიანი მხოლოდ 4 წლისაა.
internet.ge