ტელეკომპანია
"მაესტროს"
გენერალური
დირექტორი ილია კიკაბიძე ირწმუნება, რომ ხელისუფლების
შეთავაზება
დაყადაღებული
ანტენების
დარიგებაზე
მოჩვენებითი
იყო, ამიტომ მან
მოლაპარაკების ჩაშლის გადაწყვეტილება მიიღო.
„ისინი
მიიჩნევენ,
რომ მე ამომრჩევლის მოსყიდვას ვაპირებდი. გადაწყვიტეს, რომ "საქართველოს ფოსტამ" დაარიგოს ანტენები. მე ამას არ ვეთანხმები. ჩვენი წინადადებით, ანტენებს "საქართველოს ფოსტის" ორი და ტელეკომპანიის ერთი წარმომადგენელი დაარიგებდა, რომელიც მონიტორინგს ჩაატარებდა და მოსახლესთან კონტრაქტს გააფორმებდა. რასაც არ დათანხმდნენ“,- განაცხადა ილია კიკაბიძემ „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას.
ილია
კიკაბიძის
განცხადებით,
არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას უცხოურ ორგანიზაციებს მიაწვდის.
Internet.ge