საქართველოს სახელმწიფო
მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, ეკა ტყეშელაშვილმა საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს
"როშ
ჰაშანა"-ს დღესასწაული მიულოცა.
"როშ ჰაშანა" ებრაელთა ეროვნული დღესასწაულია. თორის მიხედვით ამ დღეს უფალმა შექმნა ადამიანი, ეს არის განვლილ წელიწადზე სულიერი ანგარიშის დღეები! დღეები, როცა ყოველი ებრაელი ინანიებს მის შეცდომებსა და ცოდვებს. გავრცელებულია ჩვეულება ახალი წლის წინა დღეს ერთმანეთისათვის მისალოცი ბარათების გაგზავნისა.
"ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ ქვეყანაში, ყველაფერი გაკეთდება და დღესაც ბევრი რამ კეთდება, თქვენი უძველესი კულტურისა და თვითმყოფადობის აღორძინების, განახლებისა და მხარდაჭერისათვის,"- აღნიშნა მინისტრმა.
Internet.ge