აფხაზეთის ეპარქია
ქართული ეკლესიისგან გამოყოფას მოითხოვს, - ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“- ს საქართველოს
პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მდივანმა მამა მიქალ ბოტკოველმა
განუცხადა.
მამაოს ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობა მსოფლიო საპატრიარქოში, კერძოდ კონსტანტინოპოლში
მიმდინარეობს.
„მსჯელობაში მონაწილეობის
მისაღებად პატრიარქის კურთხევით სამ კაციანი დელეგაციაა წარგზავნილი. ისინი
მოისმემენენ აფხაზეთის ეპარქიის შეხედულებებს, მიაწვდიან ინფორმაციას მსოფლიო
საპატრიარქოს, რის შემდეგაც სასულიერო პირები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს
ინფორმაციას მიაწვდიან“,- აღნიშნა მამა მიქალი ბოტკოველმა.
მისივე განცხადებით,
კონსტანტინეპოლში მიმდინარე შეხვედრა, აფხაზური მხარის ინიციატივით მიმდინარეობს,
ეპარქიის დედა ეკლესიისთან გამოყოფის საკითხის გადაწყვეტა მსჯელობის ფარგლებში არ
მოხდება.
ცნობისთვის, აფხაზეთის
სასულიერო პირთა ნაწილი მოითხოვს აფხაზეთის ეპარქია გამოეყოს ქართულ ეკლესიას და
ამ საკითხს როგორც რუსული ეკლსიის, ისე
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წინაშე აყენებს.
ინიციატივის ავტორები
ამახინჯებენ ისტორიულ ფატქებს და მათ არგუმენტად იშველიებენ, რომ აფხაზური ეკლესია
დამოუკიდებელ წარმონაქმნად გამოაცხადონ.
Internet.ge