საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო
მერაბიშვილმა დღეს, ამბროლაურში ხილის საშრობი საწარმო „Geo Flower“ დაათვალიერა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამდივნოს
ინფორმაციით, ვანო
მერაბიშვილმა
დეტალური ინფორმაცია მიიღო ქარხნის მუშაობის სპეციფიკისა და პროდუქციის გასაღების შესახებ.
ქარხნის
წარმომადგენლების
განცხადებით,
საწარმო
„Geo Flower" 2011 წელს დაარსდა. ამჟამად, საწარმოში ველური ვაშლის ჩირს ამზადებენ, რომელიც 100%-ით ექსპორტზე,
კერძოდ გერმანიაში გადის. თუმცა, ქარხანას ფართო შესაძლებლობები აქვს და შესაძლებელია სხვა კენკროვანი კულტურების - მოცვის, ქაცვის, ასკილის მიღება-გადამუშავებაც. საწარმოში 30 ადგილობრივია დასაქმებული და წლის განმავლობაში
1000 ტონამდე
ტყის ვაშლის, 100 ტონამდე ასკილის და სხვა კენკროვანი კულტურის გადამუშვებას ახორციელებს.
პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, რა კრიტერიუმებით შეირჩა რაჭა ამ კონკრეტული საწარმოს ასამოქმედებლად და შესაძლებელია თუ არა საქართველოს სხვა რეგიონებშიც მსგავსი პროექტის განხორციელება. ქარხნის წარმომადგენლების
ინფორმაციით,
გერმანელების
დაინტერესება
რაჭის ეკოლოგიურად სუფთა კლიმატმა და ადგილობრივი ხილის განსაკუთრებულმა
თვისებებმა
განაპირობა.
პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, საწარმომ „Geo
Flower" გერმანელ
პარტნიორებთან
ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგალითად, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში, განახორციელონ კვლევა და დაადგინონ, რა პროდუქცია იქნება მათთვის და მსოფლიო ბაზრისთვის საინტერესო და მიმზიდველი. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მსგავსი საწარმოების გახსნას.
ამბროლაურის
შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ონში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშოებს გაეცნო, სადაც ამჟამად 5 ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ვანო მერაბიშვილი დასაქმებულებს და ადგილობრივებს გაესაუბრა. პროექტის მენეჯერმა პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე სამუშაოების შესახებ. პროექტი, გზის საფარის დაგებასთან ერთად, ტროტუარების და გაზონების მოწყობასაც ითვალისწინებს. ამჟამად სამუშაოებზე 35 ადამიანზე მეტია დასაქმებული, ხოლო საშუალო ანაზღაურება
600-800 ლარი
არის. სრულმასშტაბიანი
სამუშაოების
დაწყების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა
70-80-მდე
გაიზრდება.
internet.ge