მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (17 - 23 სექტემბერი)
ვერძი: გაიზრდება გადაადგილებების, შეხვედრებისა და საქმიანი კორესპონდენციის რაოდენობა. კარგი დროა სამუშაო ადგილისა და საბუთების მოსაწესრიგებლად. გამოავლინეთ მეტი ინიციატივა, რათა საქმეები თქვენი გეგმის შესაბამისად წარიამრთოს. გაზრდილი შრომისუნარიანობის მეშვეობით ადვილად დასძლევთ ნებისმიერ სირთულეებს. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებსა და ბავშვებს. მოიმატებს კეთილგანწყობა და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის სურვილი. ეს სასიკეთო დროა სასიყვარულო და რომანტიული ურთიერთობებისათვის.
კურო: საპასუხისმგებლო დროა. სამუშაოს უმრავლესობას სახლის პირობებში შეასრულებთ. ოჯახში შეიძლება იმატოს სტუმრების რაოდენობამ და მხიარულმა თავყრილობებმა. დიდ სიამოვნებას მიიღებთ გამოფენების, კონცერტებისა და სხვა კულტურული ღონისძიებებისაგან, მით უმეტეს, თუ თქვენს გვერდს საყვარელი ადამიანი დაგიმშვენებთ. შესაძლოა შეიძინოთ მიწის ნაკვეთი, ან რაიმე ძვირადღირებული ნივთი.
ტყუპები: სახლის საქმეები უმთავრეს ადგილს დაიკავებს. ბევრ დროს გაატარებთ ოჯახში, მაგრამ უსაქმურობისა და დასვენების საშულება არ გექნებათ. საკმაოდ აქტიური პერიოდია. თანამედროვე საკომუნიკაციო საშულებების გამოყენებით სამუშაოს ნაწილს სწორდ სახლში შეასრულებთ. სახლი გახდება საინტერესო შეხვედრებისა და კონტაქტების ადგილი. ეცადეთ გამონახოთ თავისუფალი დრო დასვენებისათვის, რათა დაღლილობა და დაძაბულობა ცუდად არ არისახოს პირად და სასიყვარულო ურთიერთობებზე.
კირჩხიბი: ეს ნათელი და მშვიდი დროა, ახლო ნათესავებთან და ოჯახისწევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. შეიცვლება თქვენი ინტერესები და ფასეულობები. გაიზრდება გადაადგილებების, შეხვედრების, საქმიანი საუბრებისა და მოლაპარაკებების რიცხვი. ბევრი რამ უცნაურ დამთხვევად მოგეჩვენებათ. შესაძლოა შეიტყოთ სხვათა საიდუმლოებები. მოერიდეთ კამათსა და უთანხმოებას როგორც კოლეგებთან, ასევე მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან. დინჯი ანალიზი და სწორი არგუმენტები დაგეხმარებათ საკუთარი პოზიციების აუღელვებლად დაცვაში.
ლომი: მოიმატებს სასიამოვნო და სასიახრულო მოვლენათა რიცხვი. გარშემომყოფთა ყურადღების ცენტში ყოფნისას თავს თავისუფლად და დამოუკიდებლად იგრძნობთ. ოჯახის საქმეებში მონაწილეობა და საბინაო პრობლემების მოგვარება სასიამოვნოც იქნება და დამღლელიც. ერიდეთ ავანტურულ მოგზაურობებსა და ახალ სასიყვარულო თავგადასავლებს. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია სასიყვარულო სამკუთხედის წევრი გახდეთ და მოგიწიოთ სერიოზული გადაწყვეტილების მიღება.
ქალწული: არაერთგვაროვანი დროა. ენერგიული და იდეებით აღსავსე იქნებით, თუმცა მოქმედებისა და მუშაობის სურვილი ყოველთვის არ გექნებათ. შემოსავლის ზრდა აუცილებელი იქნება თავდაჯერებულობის მოსამატებლად და შინაგანი სიმშვიდისათვის. როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ბიზნესსა და სამსახურის საქმეებში შეიძლება რთული არჩევანის გაკეთება დაგჭირდეთ. მოიმატებს ფარული სასიყვარულო თავგადასავლების სურვილი. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ ეჭვიანობას, კრიტიკასა და ძალდატანებას.
სასწორი: განმარტოვება დადებითად აისახება თქვენს შინაგან შეგრძნებებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თქვენ მოხარული იქნებით საქმეების შემცირებითა და დასვენების შესაძლებლობით. შესაძლოა გაემგზავროთ დასასვენებლად ან სამოგზაუროდ. მიუხედავად ამისა, მუდამ კარგად ინფორმირებული იქნებით და გეცოდინებათ ყველა სიახლე. შესაძლოა რომანტიული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მცხორებ ადამიანთან. ძველი სასიყვარულო კავშირი კი ძლიერ მეგობრულ კავშირად იქცევა.
მორიელი: გარშემოყოფები პატივს გცემენ საიმედოობის, კეთილსინდისიერებისა და შრომისმოყვარეობის გამო. გაგიჭირდებათ პროფესიონალური და სახლის საქმეების ერთდროულად შესრულება. ოჯახში და სასიყვარულო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენები და მოულოდნელი ცხვლილებები შინაგან დაძაბულობას შეგიქმნით და ურთიერთობის გაუარესებას გამოიწვევს. მოგზაურობისას კი თავი აარიდეთ მოულოდნელობებს, მძაფრ შეგრძნებებსა და ექსტრემალურ სიტუაციებს.
მშვილდოსანი: ბევრ საქებარ სიტყვას მოისმენთ და მოგეცემათ საქმიანობის პოპულარიზაციის საშუალება. გაზრდილი პატივმოყვარეობა და წინსვლის სურვილი გიბიძგებთ ახალი ცოდნის მიღებისაკენ. ამ დროს ბევრი ადამიანი მოგმართავთ რჩევის მისაღებად, რაც კიდევ უფრო აამაღლებს თქვენს ავტორიტეტს. სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე გმართებთ, რათა თქვენს რჩეულს ეჭვიანობის გრძნობა არ გაუმძაფრდეს და ყურადღება არ გაამახვილოს იმ საკითხებზე, რომლებიც დაცილების მიზეზი შეიძლება გახდეს.
თხის რქა: კოლეგებთან უთანხმოება სჯობს კომპრომისისა და დიპლომატიის გზით მოაგვაროთ. მოერიდეთ დიდ ფინანსურ ხარჯებს. საკუთარი იმიჯის ჩამოსაყალიბებლად ეცადეთ ნაკლებად კრიტიკული იყოთ საკუთარი თავის მიმართ და რჩევა ჰკითხეთ საყვარელ ადამიანს. კარიერისა და საქმის წინსვლისათვის რთული დროა. შესაძლოა შეგაწუხოთ ჯანმრთელობის პრობლემებმაც. მოგზაურობისა და დასვენებისათვის კი ბევრი დრო არ გექნებათ, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ თავისუფალი საათები.
მერწყული: ეს კარგი დროა ახალი ნაცნობობისათვის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლისათვის, ოღონდ ზედმეტად თავდაჯერებული ნუ იქნებით. შესაძლოა გამოთქვათ ახალი იდეა სამუშაო პროცესის დახვეწასთან დაკავშირებით. თუმცა ინფორმაციის უკმარისობის გამო გაგიჭირდებათ საქმის რეალიზება. როგორც ფიზიკური, ასევე ფინანსური დახმარება დასჭირდებათ ოჯახისწევრებს, რის გამოც პირადი ცხოვრებისა და რომანტიული ურთიერთობებისათვის დრო აღარ დაგრჩებათ. სამაგიეროდ სასიკეთოდ ჩაივლის მივლინებები და მოგზაურობა.
თევზები: გაგიჭირდებათ პროფესიონალური და სახლის საქმეების ერთდროულად შესრულება. საზოგადოებრივი და სოციალური აქტიურობა, თუმცა მოიმატებს მოვალეობები და ვალდებულებებიც. შესაძლოა დაგჭირდეთ ხელშეკრულებების გაფორმება და საქმიანი კავშირების დამყარება. დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ პირად და საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებს. სასიყვარულო კავშირს საფრთხე ემუქრება ტყუილებისა და თქვენი არაორდინალური მიდრეკილებების გამო. მოგზაურობები ძირითადად დაუკავშირდება ოჯახის საქმეებს.
Internet.ge