მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 19 სექტემბრისთვის
23:46 18.09.2012
|
დღის სიახლეები
|
გეომაგნიტური დღეა. აქტიურად იმოქმედეთ, თუმცა მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ მანქანის მართვისა და სარისკო ოპერაციების ჩატარებისას. ინიციატიური და წინდახედული ადამიანები მეტ წარმატებას მიაღწევენ. მეტი ყურადრება მიაქციეთ დეტალებს. პლანეტების ურანისა და პლუტონის დაპირისპირება მეტად გააძლიერებს ექსტრავაგანტულობას, სიჯიუტს, რადიკალურ პოლიტიკურ აზრებს, რევოლუციური სულისკვეთებას, ისტორიულ ცვლილებებს. შესაძლებელია მავნე ჩვევებისაგან განთავისუფლება, სამკურნალო საშუალებების დამზადება. მინერალებიდან სასიკეთოა: ოპალი, თოფაზიონიქსი, მარჯანი და იასპი. ფერებიდან დადებითია: წითელი, შინდისფერი, თეთრი, შავი, ყვითელი და მწვანე. სიზმრები არ ახდება. საკვებ რაციონში მოერიდეთ ცხარე პროდუქტებს. მაღალია ვენერიულ დაავადებათა ალბათობა. პოზიტიური დღეა კომპეტენტურობის გამოსავლენად, მანქანების, საკეტების, სიგნალიზაციების შეძენისათვის, მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურებისათვის, სამეცნიერო კვლევისათვის, თვითშემეცნებისათვის, ცხოველების შეძენისათვის. იკრძალება აბირტის გაკეთება. დღე არ უწყობს ხელს ახალი საქმის დაწყებას, სამსახურში თანამშრომლების მიღებას, მოგზაურობას, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, სესხის აღებას, სოცუზრუნველყოფისა და სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. ჯანმრთელობის თვალსაზრისით შესუსტებულია შარდ-სასქესო სისტემა და ცხვირი. დღე დადებითია ქალწულისა და მორიელისათვის. უარყოფითია ტყუოების, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|