დამწვრობის ცენტრს, გუშინ ღამე
„ჭიაკოკონობის“ შემდეგ, თხუთმეტმა პაციენტმა მიმართა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს დამწვრობის
ცენტრში განუცხადეს, პაციენტები სხვადასხვა სახის თერმული დაზიანებებით მიიყვანეს.
დაშავებულთაგან უმეტესობა
მოზარდია. 10 წლის მოზარდის გარდა, ამჟამად ყველა მათგანი მკურნალობას სახლში
აგრძელებს.
Internet.ge