„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პატიმრების წამების ფაქტებთან
დაკავშირებით დამნაშავეების დასჯას და სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს.
ამის შესახებ განცხადება ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე
გააკეთა.
მისი თქმით, ასევე აუცილებელია შეიქმნას მომავალ პარლამენტში,
საპარლამეტნო კომისია, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის გამოსწორებაზე
იმუშავებს.
„ვართ შეძრწუნებული და შოკირებული იმ ყველაფრით, რაც ვიხილეთ, ვარ
აღშფოთებული და უკიდურესად გაბრაზებული. ჩვენ არ მივცემთ უფლებას არცერთი უწყების
შიგნით მოკალათებულ სადისტ დამნაშავეს, ეჭვის და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ის,
რასაც 8 წლის განმავლობაში მთელმა საზოგადოებამ მიაღწია. როგორც ადამიანს და
როგორც პოლიტიკოსს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, მიმაჩნია, რომ ამ ფაქტების სრულად გამოძიება არის ყველა
ჩვენგანის ღირსების საკითხი. მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით დავაფიქსირო
ჩვენი პოზიცია: ჩვენ მოვითხოვთ საქმე იქნას გამოძიებული სრულად და ყველა დამნაშავე
იქნას საჩვენებლად უმკაცრესად დასჯილი“,- განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძის განცხადებით, ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის პატიმრების,
უნდა იყოს დაცული. „ვითხოვთ სამართალდამცველებისგან სრული გამოძიება ჩატარდეს და
საზოგადოება იყოს სრულად ინფორმირებული, იმაზე, თუ რას გააკეთებს სახელმწიფო
აღნიშნულზე. ასევე ვითხოვთ, ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი“,- დასძინა ბაქრაძემ.
internet.ge