გლდანის მერვე საპყრობილეში შოთა უტიაშვილი და რამდენიმე
მაღალჩინოსანი მივიდა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას უტიაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის
ყველა ციხეში სიმშვიდეა და პატიმრები ყველა უფლებით სარგებლობენ.
„საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პრეზიდენტის განკარგულებით, ყველა
ციხის ტერიტორიაზე შევიდნენ. მათ აქვთ დავალება, რომ ყველა პატიმრის უფლებები იყოს
დაცული. ამ დროისათვის ყველა ციხეში არის სიმშვიდე, ყველას აქვს რადიოს მოსმენისა
და ტელევიზორის ყურების საშუალება“,- განაცხადა უტიაშვილმა.
internet.ge