GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიგი უგულავა: მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სადისტური ზიანი მიაყენეს
19:06 19.09.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერმა გიგი უგულავამ გლდანის საპყრობილეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:

“ეს ყველაფერი იყო შემზარავი. ცალსახად დასაგმობია და მიუთითებს იმას, რომ ბევრი, მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური რეფორმებისა, მათ შორის მტკივნეული რეფორმებისა, რომლებიც ჩვენ ამ წლებში გავატარეთ, სადღაც რაღაცა გამოგვრჩა, სადღაც რაღაცას ყურადღება ბოლომდე ვერ მივაქციეთ.

სახეზეა სისტემური პრობლემა და მას სწრაფი რეაგირება სჭირდება. მე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, იმ გუდის წევრი, რომელიც პასუხისმგებელობას იღებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი პირადი სახელით, ისევე როგორც ჩემი კოლეგების სახელით იმ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სადისტური ზიანი მიაყენეს და ამავდროულად პირობა დავდო, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენს ციხეებში მსგავსი რამ არასდროს განმეორდეს. იმიტომ რომ, ყველა მიღწევისა და წარმატების მიუხედავად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ჩვენი მოქალაქე.

განსაკუთრებული ყურადღება სჭრიდება იმ ადამიანს, მიუხედავად იმისა რა აქვს მას ჩადენილი, ვინც იმყოფება ციხეში, იმიტომ, რომ ყველა ქვეყანაში, ყველა სიტუაციაში, ცდუნება სისტემის, რომ დათრგუნოს ასეთი ადამიანები ყოველთვის ყველაზე მაღალია. ამიტომ, გაათკეცებული ყურადღებაა საჭირო ამ პრობლემების მიმართ. ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ, ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვა არის განუხრელი, პირველადი ამოცანა და თუ ჩვენ სადმე გვექნება სუსტი რგოლი, მაშინ შეუძლებელია წარმატებაზე საუბარი.

ეხლა წინასაარჩევნო პერიოდია და მე მინდა განსაკუთრებით სამართალდამცავებს ვთხოვო, რომ ყოველგვარი პოლიტიკური შეხედულების გარეშე, ობიექტურად იქნას ეს ყველაფერი გამოძიებული, რომ საზოგადოებას არ დარჩეს არავითარი შეკითხვა. ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს დღეს პოლიტიკური, არამედ, ორიენტირებული უნდა იყოს თითოეული დაზარალებული ადამიანის სახით ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოების ყველა წევრს, რომ მსგავსი რამ დაუშვებელია თანამედროვე საქართველოში.“

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ხალხს შიშის ზარს სცემს (VIDEO)2
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა3
გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ საგანეგებო განცხადებას გააკეთებს4
ცვილის მუზეუმში აჭარის ყოფილი ლიდერის - ასლან აბაშიძის ქანდაკებაა განთავსებული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X