სკარლეტ დუგანი გულის მარჯვენა ნაწილის
ჰიპოპლაზიის იშვიათი დაავადებით გაჩნდა. მისი გულის ერთი ნახევარი განუვითარებელია
და ამიტომ, არ შეუძლია სისხლის საჭირო რაოდენობის გატარება. ასეთი დაავადებით
ძალიან ცოტა ადამიანი თუ გადარჩენილა, მათი უმრავლესობა დაბადებიდან რამდენიმე
დღეშივე კვდება.
მაგრამ პატარა სკარლეტი ნამდვილი
მებრძოლი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა მას დიაგნოზი დაბადებიდან
მეოთხე თვეში დაუსვეს.
მას შემდეგ გოგონამ ორი სერიოზული
ოპერაცია გადაიტანა, რომლებიც იმდენად წარმატებული იყო, რომ ექიმები იმედოვნებენ,
რომ მას სრულიად ჩვეულებრივი ბავშვობა ექნება, ხოლო როცა გარკვეულ ასაკს მიაღწევს,
გულის გადანერგვის ოპერაციას გაუკეთებენ.
Internet.ge