GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ირმა ინაშვილი მის ხელთ არსებულ პატიმართა წამების ამსახველ ვიდეო მასალაზე ბრიუსელიდან საუბრობს
11:01 20.09.2012
დღის სიახლეები

მედიაკავშირ „ობიქტივის“ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი მის ხელთ არსებულ პატიმართა წამების ამსახველ ვიდეო მასალაზე საუბრობს. როგორც მან „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა, პატიმრებისა და მათზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა,  შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა გადასცა.

„ამ კადრების უკან  ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი იდგა. შესაბამისად, ვიმოქმედეთ მე და "ობიექტივის" ბრიუსელის ბიურომ და სკანდალური მასალა ბრიუსელში ჩავიტანე, ახლაც აქ ვარ“,- განაცხადა ინაშვილმა და დასძინა რომ ის ამ წუთებშიც ბრიუსელში იმყოფება და შესაბამის უწყებებს აწვდის მასალებს.

ირმა ინაშვილის განცახდებით, ვიდეო მასალას ის ეტაპობრივად გაავრცელებს.

„დაახლოებით ივნისის თვის დასაწყისში, ჩემთან სამსახურში მოვიდა მამაკაცი, რომელმაც გადმომცა ფლეშკა, და მითხრა რომ ის არის მოსული ჩემთან ვანო მერაბიშვილის სახელით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მასალა. მე კარგად მახსოვს ამ კაცმა მითხრა, რომ თქვენ გაქვთ ძალა და იმოქმედეთო. ჩვენც გადავწყვიტეთ გვემოქმედა ისე, როგორც იმოქმედებდა ყველა პატიოსანი ჟურნალისტი. აუცილებელი იყო ამ მასალების მიწოდება ევროსტრუქტურების წარმომადგენლებისთვის და მათი საქმის კურსში ჩაყენება.

მე ვფიქრობ ხელისუფლების წიაღში მიდის გახლეჩვის პროცესი, ორი ბანაკი რეალურად იკვეთება და არ არის გამორიცხული ერთი შტო ფიქრობდეს ხელისუფლების დამარცხებას. მასალა რომლიც ახლა მაესტრომ და მეცხრე არხმა გაავრცელა, ეს არის დაახლოებით 10 წუთიანი მასალა, მაგრამ მთლიანობაში ეს არის საათნახევრიანი მასალა, რომელიც მე მაქვს. აუცილებლად ეტაპობრივად გავრცელდება ეს მასალები,“-განუცახდა ტელეკომპანია „მაესტროს“ ირმა ინაშვილმა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ონიშენკო: რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნებას არ გამოვრიცხავ1
შს სამინისტრო საპატრულო პოლიციის ახალი ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს2
დღეს, მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება3
თურქეთში ჩასული საქართველოს მოქალაქე 3 დღიანი ძალადობის მსხვერპლი გახდა4
სამარშრუტო ტაქსების ტექნიკური მომსახურება შეღავათებით განხორციელდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X