საქართველოს ხელისუფლება
გაფრთილებულია არჩევნების წინა პერიოდში ციხეებში შესაძლო ბუნტის შესახებ,
რომელსაც ე.წ. კანონიერი ქურდები გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, პოლიციამ
მიიღო ოპერატიული მონაცემები იმის შესახებ, რომ „თავისუფლებაზე მყოფმა ე.წ.
კანონიერმა ქურდებმა საპატიმროებს გადასცეს საიდუმლო მითითება, დაიწყონ შიდა
ბუნტები, ადგილობრივი მოსახლეობა კი სერიოზულად შიშობს, რომ ბუნტმა, შესაძლოა,
ქუჩაში გადაინაცვლოს ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი და
ქუთაისი,“ - ნათქვამია რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
Internet.ge