“საქართველოს ციხეში მომხდარი ძალადობის
გამო თანამშრომლები გათავისუფლებულები არიან” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას
მედიასაშუალება BBC.
„საქართველოს ციხეებში
მომხდარი ძალადობის ფაქტების გამო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხის
ყველა თანამშრომელი გაათავისუფლა. დაკავებულები არიან ოფიცრები, მათ შორის მაღალი თანამდებობის
პირები“ – წერს გავლენიანი მედიასაშუალება.
სტატიაში საქართველოს ეროვნული
უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას კომენტარიცაა მოყვანილი, სადაც ის ადასტურებს,
რომ უკვე მოხდა ვიდეოში ასახული თანამშრომლების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.
BBC ვრცლად საუბრობს ერთ
დღეში განხორციელებულ ცვლილებებზე და წერს, რომ ქვეყანაში დამნაშავეების მიმართ
„ნულოვანი ტოლერანტობა“ გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით კი პრეზიდენტ მიხეილ
სააკაშვილის ციტატა მოყჰავს: „ჩვენ გვექნება ნულოვანი ტოლერანტობა ადამიანის
უფლებების დამრღვევების მიმართ, რადგან ჩვენ ვაშენებთ ცივილურ და ჰუმანურ ქვეყანას
და არა ძალადობაზე დაფუძებულს.“
საინფორმაციო საშუალება
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ
მომიტინგეები ყოფილი მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის დაკავებას მოითხოვენ. „თუმცა,
ის უკვე გამოეხმაურა მომხდარ ფაქტს, გადადგა და დაადასტურა, რომ ციხეში ადამიანის
უფლებების დაცვა არასაკმარისად ხდებოდა,“ – აღნიშნულია სტატიაში.
Internet.ge