მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალისთვის ვლადიმერ ბედუკაძემ 2 მლნ აშშ დოლარი მიიღო.
ამის
შესახებ განცხადება, ზოდელავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე
გააკეთა.
მისი თქმით, ე.წ ბედუკაძე-ფურცხვანიძის დანაშაულებრივი ჯგუფი სასტიკ დანაშაულს ანგარებით სჩადიოდა, რომ ის შემდეგ მესამე დამკვეთი პირისთვის გადაეცა.
„ამ ეტაპზე ფირების დეტალური დამუშავება მიმდინარეობს, თუმცა უკვე დადგენილია, რომ ყველა დანაშაული ჩადენილია გლდანის #8 საპყრობილეში“,- განაცხადა ზოდელავამ.
internet.ge