უცხოური გამოცემები საქართველოს საპატიმროებთან დაკავშირებულ სკანდალზე წერენ
14:30 20.09.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს
პრეზიდენტი სასწრაფო ზომებს იღებს, ცდილობს რა, ჩაახშოს საპატიმროებთან
დაკავშირებული სკანდალი“, ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს.
გაზეთი
აღნიშნავს, რომ სკანდალი წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. სააკაშვილმა კი დაგმო
სასტიკი მოპყრობა პატიმართა მიმართ და პოლიციას ციხეებში დროებით კონტროლის აღება
უბრძანა. ასევე ბრძანა, რომ ნათესავებს პატიმრების რიგგარეშედ მონახულების უფლება
მისცენ.
საქართველოში
არსებულ სიტუაციას ეხმაურება Washingtonpost-ც, რომელიც
წერს, რომ „თავისუფლებააღკვეთილ პირთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის კადრების გავრცელება საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა“.
სწორედ ასეთი სათაურითვე აქვეყნებს გამოცემა სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ
სკანდალის მონაწილე პირები დაკავებულები არიან, პრეზიდენტი სააკაშვილი კი უკვე დაპირდა მოსახლეობას, რომ ინციდენტის მონაწილე ყველა ადამიანი დაისჯება.
Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|