საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის
მინისტრმა, სამხედრო მოსამსახურეებს ვარკეთილში, სამხედრო ქალაქში, ბინები
საჩუქრად გადასცეს.
როგორც სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშილმა განაცხადა, ბინებს ასმეთაურებს
და სხვადასხვა ოპერაციაში დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახებს მისცემენ.
„ჩვენ ჩვენს მებრძოლებს არსად ვტოვებთ. ლოპოტაში ოპერაციის დროს
კაპრალი, ექიმი ხვდელიძე შეეწირა იმას, რომ მან თავისი თანამებრძოლი გამოიყავნა.
სწორედ ადამიანების თავგანწირვაზე დგას ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ხვედელიძის ოჯახს ბინის გასაღები პირადად გადასცა.
internet.ge