12 აპრილს, 17:00 საათზე, აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირი „მომავლის ხმა“ და ფონდი
„ჰარმონია და მშვიდობა", აღდგომის
ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში (ლუბლიანას N 2/6) ლეიკემიით დაავადებულ
ბავშვებს მოინახულებენ და
სააღდგომო საჩუქრებს გადასცემენ. დაავადებულთა შორის აფხაზეთიდან დევნილი
ბავშვებიც არიან.
ღონისძიება, აფხაზეთის ა/რ
განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ფონდის „ჰარმონია და
მშვიდობა“, ორგანიზებით
იმართება. საქველმოქმედო პროექტი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული "ახალგაზრდობის
სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის” მხარდაჭერით ხორციელდება.
Internet.ge