“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტი, რომელმაც ციხის ეზოში მოხვედრა მოახერხა აცხადებს,
რომ სად-ის მანქააში მოთავსებული სამი პატიმრის ჩაწერა შეძლო.
ჟურნალისტის განცხადებით, ორი რესპოდენტი შოშიტაშვილი
და ზაალიშვილი ადასტურებენ, რომ ისინი ნამდვილად სამკურნალოდ იმყოფებოდნენ კვლევით
ცენტრში. პატიმარი შოთა ნიკოლაიშვილი კი ირწმუნება,
რომ ის ციხის თანამშრომელმა სცემა.
„მე არაფრის მეშინია, ვაცხადებ, რომ ციხის
თანამშრომელმა მცემა“,- განუცხადა „პირველი არხის“ ჟურნალისტს პატიმარმა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს კორესპოდენტი
იტყობინება, რამოდენიმე წუთის წინ გლდანის მე-8 საპყრობილედან სასწრაფოს - 1, პიკაპის ტიპის - 1 და სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის 9 მანქანა ციხის ეზოდან დიდი სიჩქარით გავიდა.
Internet.ge