ძლიერი
მიწისძვრის შემდეგ, ცუნამის მოლოდინმა ინდონეზიის მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო.
ინდონეზიაში
მიწისძვრამ 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. CNN-ის ცნობით,
3 მათგანი გულის შეტევით გარდაიცვალა, 2 კი - მიღებული სტრესით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გამთენიისას, ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა 8.9 მაგნიტუდის
სიმძლავრით, რომელსაც განმეორებითი ბიძგები მოჰყვა. ძლიერმა მიწისძვრამ 28
ქვეყანას შეუქმნა ცუნამის საშიშროება, ზოგიერთ მათგანში საგანგაშო მდგომარეობა
გამოცხადდა.
ყველაზე საშიშ ზონაში ინდონეზიის
ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე აჩეს პროვინცია მოხვდა. მიწისძვრამ პროვინციის
მოსახლეობაში დიდი პანიკა გამოიწვია. 2004 წელს ცუნამმა სწორედ
ამ რეგიონში 200,000 ადამიანის სიცოცხლე
შეიწირა.
internet.ge