მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობილის შობას ზეიმობს
09:37 21.09.2012
|
დღის სიახლეები
|
დღეს,
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას დღესასწაულობს. საზეიმო წირვა დილიდანვე საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში აღევლინება.
მანამდე კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად ხახულის ღვთისმშობლის ხატისადმი სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.
სიწმინდე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში 1952 წლიდან არის დაბრძანებული. ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს კათოლიკოს–პატრიარქმა მადნეულის კომბინატის მიერ საგანგებოდ საქართველოს ეკლესიის მეთაურისთვის დამზადებული საიუბილეო ოქროს ზოდი, სიწმიდეთა საცავი, ბრილიანტებით მოოჭვილი ოქროს კვერცხი და წმიდა მიწიდან ჩამობრძანებული მცენარე შესწირა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|