GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პროკურატურა: დანაშაულის ამსახველი მტკიცებულების წარუდგენლობა სსკ-ის დანაშაულია
14:13 21.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პროკურატურამ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უკვე დაკავებულია 11 პიროვნება და თუ გააჩნია ვინმეს წამების და არაადამიანური მოპყრობის ვიდეო ჩანაწერი, დაუყოვნებლივ წარადგინოს ეს მტკიცებულებები პროკურატურაში.

აღნიშნულ მიმართვას, „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ.

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია 11 მოხელე. მათ წარედგინათ ბრალი და შეეფარდათ წინასწარი აღკვეთი ღონისძიება.

იმისათვის, რომ დავიცვათ პატიმრები ძალადობისგან და დავსაჯოთ დანაშაულის ჩამდენი პირები, მნიშვნელოვანია გამოძიებას გააჩნდეს  სრულყოფილი ინფორმაცია წამების ფაქტების შესახებ.

ამიტომ, პატიმართა, მათი ოჯახების და მთელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მივმართავთ ყველა იმ ადამიანს ან ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია წამების და არაადამიანური მოპყრობის ვიდეო ჩანაწერი, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ეს მტკიცებულებები პროკურატურაში.

მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რათა გამოძიებამ მოახდინოს მყისიერი რეაგირება და აღკვეთოს უკანონობის ყველა გამოვლინება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დანაშაულის ჩადენის ამსახველი უტყუარი მტკიცებულების (მათ შორის ვიდეო ფირი არის ასეთი მტკიცებულება) წარუდგენლობა სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია“,- ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს პატრიარქი თბილისს აკურთხებს1
საარჩევნო ბიულეტენები 7 სტამბაში იბეჭდება2
ემანუელას როლის შემსრულებელი კიბოთი გარდაიცვალა3
დავით უსუფაშვილი: კონსტიტუცია ძალიან ბევრჯერ იქნა შეურაცხყოფილი4
“მოამბის” დღის გამოშვების წამყვანმა ნინო თოლორდავამ სამსახური დატოვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X