უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარე
კონსტანტინე
კუბლაშვილმა, თურქეთის იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის საგარეო და სამართლის დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა.
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარემ
სტუმრებს სასამართლოში მიმდინარე რეფორმები და მიმდინარე პროექტები გააცნო.
კონსტანტინე
კუბლაშვილმა
ისაუბრა მოსამართლეთა შერჩევისა და სწავლების, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განხორციელებული
ცვლილებების,
ასევე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედების შესახებ.
სტუმრებს
შორის იყვნენ: თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე კენან ოზდემირი, იუსტიციის აკადემიის პრეზიდენტი ჰუსეინ ილდირიმი, საერთაშორისო სამართლისა და საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი და მომკვლევი მოსამართლე.
თურქული
დელეგაციის
ვიზიტი საქართველოში 13
აპრილს დასრულდება.
internet.ge