საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვაბღაში
ახალ სკოლა აშენდა.
ამჯერად
სკოლის შიდა სარემონტო სამუშაოები და გარე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს.
ახლადაშენებული სკოლა მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ დაათვალიერა.
განათლების
სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ
ქვაბღის სკოლის ძველი, საუკუნოვანი ხის შენობა 1985 წლიდან ავარიულ მდგომარეობაში
იმყოფებოდა, რამდენიმე წელი ამ სკოლის 111 მოსწავლე დროებით თავშესაფარში
არაკომფორტულ გარემოში სწავლობდა. ახალი სასწავლო წლიდან ამ სოფლის მოზარდები
თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში ისწავლიან.
ახალი სკოლის შენობა თანამედროვედ
აღიჭურვება, სკოლას ექნება სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი
და სპორტული მოედანი. სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი.
Internet.ge