გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმრებთან რიგგარეშე პაემნები ამ დრომდე
გრძლედება.
ამ დროისათვის 1500-ზე მეტმა ადამიანმა პაემნებით უკვე ისარგებლა.
ნათესავებთან შეხვედრას კიდევ 300 ადამიანი ელოდება.
როგორც პატიმრების მშობლები აცხადებენ, ისინი ციხის მიმდებარე
ტერიტორიაზე მანამდე დარჩებიან, სანამ ყველა არ ნახავს თავის შვილს.
შეგახსენებთ, რომ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების
გავრცელების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანება გასცა, რომ ყველა პატიმრის
ნახვის შესაძლებლობა მისცემოდა ახლობლებს.
internet.ge