სასჯელაღსრულების სამინისტრო ქსნის კოლონიაში
პატიმრების მიერ პირის ამოკერვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
როგორც უწყებაში განმარტავენ ცალკეული მედიასაშუალებების
მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქსნის #15 სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
განთავსებულმა
რამდენიმე
პატიმარმა
პირი ამოიკერა არ შეესაბამება სინამდვილეს. დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა.
„გთხოვთ თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან,
რადგან ეს პირველ რიგში ზიანს აყენებს პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს“,-
ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge