ზუგდიდის მთავარ მოედანზე ავტომობილთა უსაფრთხო გადაადგილებას პოლიცია უზრუნველყოფს
ზუგდიდის მთავარ მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციისთვის
მზადება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ზუგდიდიდან აცნობეს, მოედანზე სცენის მონტაჟი
დასრულებულია. ამ წუთებში სამუშაო ჯგუფი ხმის გამაძლირებელ სისტემას ამონტაჟებს.
ცოტა ხნის წინ, ზუგდიდის მთავარ მოედანზე საპატრულო
პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ, ისინი აქციის სამზადისს თვალყურს ადევნებენ და
მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფენ.
Internet.ge