სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის გიორგი
ტუღუშის განცხადებით, გლდანის ციხის მესამე კორპუსში პატიმრები არ შიმშილობენ და მსგავსი არაფერი ხდება.
ერთ-ერთი
პატიმრის დედის მზია ნადიბაძის თქმით, პატიმრები შიმშილობენ, თუმცა როგორც ტუღუშმა
აღნიშნა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
დღეს, ციხეში
სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი იმყოფებოდა. გიორგი
ტუღუში პატიმრებს გაესაუბრა და მათი მდგომარეობით დაინტერესდა. ამ წუთებში კი,
საპატიმროში სასულიერო პირები, ჟურნალისტებტან ერთად იმყოფებიან.
internet.ge