გარემოს დაცვის სამინისტრომ ეკოტურიზმის განვითარების 9 თვის შედეგები შეაჯამა. მონაცემების მიხედვით, დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების ზრდა წინა წელთან შედარებით 30 პროცენტით გაიზარდა. უცხოელი ტურისტებიდან ყველაზე
მაღალი აქტიურობით გამოირჩევიან: პოლონელი, გერმანელი, უკრაინელი ვიზიტორები.
როგორც
გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის
მართვაში ჩართულია კერძო სექტორი. 2012 წელს გამარტივდა საკანონმდებლო რეგულაცია ინფრასტრუქტურის
იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
„უახლოეს მომავალში კი იგეგმება ახალი ეკოტურისტული სერვისების დანერგვა, ინფრატრუქტურული
პროექტები
გორდასა და მარტვილის კანიონებში, რომლის საერთო ბიუჯეტი 9 მილიონი დოლარი არის“, –
აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Internet.ge