GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
15:00 12.04.2012
დღის სიახლეები

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის, ქეთი ბექაურის ინფორმაციით, ამ დროისათვის გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებს.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ადვოკატმა განუცხადა, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

„ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის კვლავ მძიმეა, მას აქვს ხერხემლის თიაქარი, ასევე ღვიძლის ქრონიკული დაავადება. მას საკანში უჭირს გადაადგილება და მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. - განაცხადა ადვოკატმა.

ქეთი ბექაურის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე, სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამისი განცხადებით მიმართეს, თუმცა ამას არანაირი რეაქცია არ მოჰყვა.

„კანონის მიხედვით, ასეთი მძიმე ავადმყოფის გადაყვანა, მაშინ როდესაც პატიმარის განკურნება საპატიმროში არ შეიძლება, საავადმყოფოში უნდა მოხდეს.  თუმცა ამის მიუხედავად ცოტნე გამსახურდია ამ დრომდე საპატიმროში რჩება“,- განაცხადა ბექაურმა.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 27 ოქტომბერს ცოტნე გამსახურდია განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას 9 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი გოგონას მდგომარეობა კვლავ მძიმეა1
"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის დახურული თათბირი გაიმართა2
მოსკოვში უკანონო პიკეტირების გამო 120-მდე ადამიანი დააკავეს3
ვეფხვაძე: ისეთი თემების წამოწევა დაუშვებელია, რომლებიც ქვეყანაში დაძაბულობას შექმნის4
მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში იმყოფება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X