GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თუთბერიძე: ამ ადამიანებს შეუძლიათ ქვეყანაში ნაძირლებისგან გმირები შექმნან და პირიქით
14:21 22.09.2012
დღის სიახლეები

„თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს და მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს საკადრო გადაწყვეტილებები არ მიიღოს.

თუთბერიძე მიიჩნევს, რომ პატიმრების წამების თემა მავანის მიერ აგორებული შავი პიარია.

„არ მესმის, რატომ არის და იყო თქვენი პრეზიდენტობის მთელ პერიოდში განმსაზღვრელი საზოგადოებაში დაბალი რეიტინგი ხელისუფლებაში მყოფი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სხვებისგან განსხვავებით ღირებულებების დეფიციტი არ ქონიათ და რეალური რეფორმების გატარებასაც შეძლებდნენ, რეიტინგის ვარდნის გამო დაწყებული საქმისგან რომ არ ჩამოგეცილებინათ და მიგემალათ. (გიგა ბოკერია, ალექსანდრე (კახა) ლომაია, კახა ბენდუქიძე და ა.შ. )?

არ უნდა გცოდნოდათ, რომ დარტყმები სწორედ ასეთი ადამიანებისკენ იქნებოდა მიმართული? ამისთვის არ იყავით მზად როცა მოხვედით ხელისუფლებაში? მე ვეჭვობდი და ახლაც ვეჭვობ, რომ სწორედ რუსული გეგმის ნაწილია - არა პირდაპირ ჯარით შემოსვლა, არამედ დარტყმები საქმის გამკეთებელ პირებზე. თქვენ ამას არ ეჭვობთ?“,- ნათქვამია თუთბერიძის წერილში რომელიც მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდდა.

თეა თუთბერიძე აცხადებს, რომ ბაჩო ახალაია ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპული ხასიათით.

„თავისუფლების ინსტიტუტში მუშაობისას ის აქტიურად იბრძოდა ადამიანის უფლებების დასაცავად ორგანიზაციის მთელ გუნდთან ერთად. შემდეგ ის გახდა სახალხო დამცველის მოადგილე, საიდანაც ასევე განაგრძობდა ბრძოლას ციხეებსა თუ წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადამიანების წამების, ღირსების შემლახველი და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ.

ამ პერიოდში საზოგადოებისთვის ბაჩო ახალაია ნაკლებად იყო ცნობილი  (სხვა ადამიანებისგან განსხვავებით მის ინტერესს ნაკლებად წარმოადგენდა საკუთარი თავის და მისი მიერ გაკეთებული საქმის პიარი).

ბაჩო ახალაიას სახელი და გვარი საზოგადოების ფართო წრეებისთვის მას შემდეგ ხდება ცნობილი, რაც ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გახდა და დაიწყო ბრძოლა ქურდულ სამყაროსთან. მისი დისკრედიტაციაც სწორედ ამ სამყაროსთან დაპირისპირების შედეგია. ე.წ. კანონიერი ქურდების და კრიმინალური ავტორიტეტების იზოლირებას სხვა პატიმრებისგან და მათ ჩამოშორებას ციხეების შიგნით სიტუაციის კონტროლიდან, მოჰყვა კანონიერი ქურდების და კრიმინალური ავტორიტეტების ოჯახის წევრების მხრიდან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ გამოსვლები (აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ ეს ადამიანები ოჯახებს ციხეებიდან არჩენდნენ. ისინი ციხეებიდან გეგმავდნენ ქვეყნის შიგნით სხვადასხვა დანაშაულებებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ციხეების შიგნით სიტუაციის მართვაზე). ეს აქციები მხარდაჭერილი აღმოჩნდა კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი უპასუხისმგებლო ოპოზიციური პილიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან (რომელთა ძალიან დიდი ნაწილი დღეს უკვე გაერთიანებულია „ქართული ოცნებაში“)“,- აცხადებს „თავისუფალი ინსტიტუტის“ წარმომადგენელი.

მისი თქმით, „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეობისას უშუალოდ ახდენდა მონიტორინგს და ებრძოდა წამებას, ძალადობას, დაგეგმილ მკვლელობებს ციხეებში, უშუალოდ ებრძოდა სხვადასხვა მსუბუქი თუ მძიმე სახის ადამიანის უფლებების დარღვევას, რასაც წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი და წესად დამკვიდრებული იყო სისტემაში, რომელსაც ერქვა ციხე და რომელსაც ერქვა პოლიცია“.

„მე ახლაც მირჩევნია საკუთარი სინდისის წინაშე ვიყო მართალი, ვიდრე შევეცადო უპასუხისმგებლო და სინდისგარეცხილი ადამიანების მსგავსად დავაბრალო ადამიანს ის, რისი საპირისპიროცაა ბუნებით და ამით ქულების ჩაწერა დავიწყო იმ საზოგადოებაში, რომლის დიდი ნაწილიც უარყოფითადაა განწყობილი ჩემს მიმართ.

რა მარტივი იქნებოდა ჩემი რეიტინგისთვის, ამ დღეებში, ამ ფონზე, გამოვსულიყავი თუნდაც ერთი ტელევიზიით და ერთი წინადადებით „მეღიარებინა ჩემი შეცდომა“ და ბოდიში მომეხადა ილია მეორისთვის, ხოლო ამის შემდეგ შევდგომოდი ბაჩო ახალაიას ლანძღვა-გინებას იმ ადამიანების მსგავსად, რომელსაც დღეს ვხედავთ. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთ შემთხვევაში? ერთ დღეში „სატანა“ თეა თუთბერიძე გახდებოდა გმირი. მივიღებდი აპლოდისმენტებს იმ „სიმართლისთვის“ რაც ყველაფრის მიუხედავად „შევძელი და ვთქვი“. ამიტომაც, მიმიფურთხებია თქვენი გაუაზრებელი, დაუფიქრებელი, მხოლოდ ემოციებზე დამყარებული (და არა სიმართლეზე) ტაშის დაკვრისთვის, გმირად შერაცხვისთვის. დაე მაფურთხეთ ყველამ, მაფურთხეთ მთელი მონდომებით, ვიყო „ანტიქრისტე“, „სატანის მოციქული“ და „სატანის მოციქულის მოციქულიც“,- აცხადებს თუთბერიძე.

„თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი აცხადებს, რომ ზოგოერთი პოლიტიკოსი პატიმრების თემით სპეკულირებს.

„დიახ! ვამაყობ ბაჩო ახალაია შენით! მეამაყები სხვა იმ დღეს მოქმედი მინისტრების ნაწილისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ სკამებს ათბობენ და პოლიტიკური ქულების ჩაწერაზე არიან ორიენტირებულები, რეფორმების გატარების ნაცვლად. მათ ხომ შენგან განსხვავებით ეშინიათ რეალური რეფორმების გატარების, რომ საზოგადოების ნაწილი რისხვა არ მიიღონ, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ რეფორმები ყოველთვის მტკივნეული პროცესია. შენ მუდმივად გაკლდა ის რაც თურმე ამ საზოგადოებაში მთავარი ყოფილა – ნაძირლობა და არაკაცობა! „დამიწყევლია“ ჩემი ორი წლის შვილი და მისურვებია, რომ გამეზარდოს შენისთანა „ჯალათი“, შენისთანა „მწამებელი“, შენისთანა „სადისტი“, შენისთანა “მოძალადე”, შენისთანა “მკვლელი” და შენისთანა „არაადამიანი“!“,- აცხადებს თუთბერიძე.

„მიმიფურთხებია საზოგადოების იმ ნაწილისთვის და ყველა იმ ვაი პოლიტიკოსისთვის ვინც დღეს იმ პატიმრების უბედურებას საკუთარი ქულების ჩასაწერად იყენებთ. მინდა მაგინოთ უკანასკნელი სიტყვებით, მინდა ვერ მიტანდეთ და გული გერეოდეთ ყოველთვის ჩემ გამოჩენაზე, მინდა გძულდეთ ყველაზე და ყველაფერზე მეტად! მე ამ „საზოგადოებასთან“ არა თუ სიყვარული და პატივისცემა, ოდნავი შეხების წერტილიც კი არ მინდა მქონდეს! ადამიანებთან, რომლებზედაც ძალიან ეფექტურად მუშაობს რუსული სპეცსამსახურების ფსიქოლოგიური მანქანა, რომელ ადამიანებსაც შეუძლიათ ამ ქვეყანაში ნაძირლებისგან გმირები შექმნან და პირიქით. თუმცა გასაკვირი არც არაფერია, ესაა საზოგადოება, რომელსაც შეუძლია „კოხორასგან“  „გმირი“ შექმნას და ბაჩო ახალაიასგან „უდიდესი მწამებელი“, „სადისტი“ და „ჯალათი““,- ნათქვამია წერილში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ხალხს შიშის ზარს სცემს (VIDEO)2
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა3
გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ საგანეგებო განცხადებას გააკეთებს4
ცვილის მუზეუმში აჭარის ყოფილი ლიდერის - ასლან აბაშიძის ქანდაკებაა განთავსებული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X