სასჯელაღსრულების მინისტრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, სამინისტროს
პირველი ნაბიჯი წამების არასათანადო მობყრობისა და დასჯის ყველა მსხვერპლის
იდენტიფიცირება და მათთვის შესაბამისი ფსქოლოგიური დახმარების აღმოჩენა იქნება.
როგორც ტუღუშმა ჟურნალისტებს მისი სამოქმედო გეგმის წარდგენისას
განუცხადა, საუბარი არ არის მხოლოდ გლდანის # 8 საპყრობილის პატიმრებზე.
ყველა დაწესებულებიდან პატიმართა წამების შესახებ ინფორმაციის
მოპოვება მოხდება, ვეკონტაქტებით შესაბამისი პროფილის მქონე ორგანიზაციებს. ასევე
პერმანენტულად დავნერგავთ ამ სერვისების არსებობას სასჯელაღსრულების სისტემაში“,-
განაცხადა ტუღუშმა.
მისი თქმით სასჯელაღსრულების სამინისტროს სრული რესტრუქტურიზაცია
მოხდება.
„სამინისტრო ახალ სტანდარტებზე გადავა, შემუშავებული იქნება ხალი
მეთოდები, რომ საქართველომ მიიღოს გამართული, ეფექტური ადამიანის პატივსა და
ღირსებაზე ორიენტირებული სასჯელაღსრულების სისტემა“,- განმარტა ტუღუშმა.
გარდა ამისა სასჯელაღსრულების მინისტრი პირობას დებს რომ პატიმრების
ყოფითი პირობებეი გაუმჯობესდება.
„გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში დღეს შევიტანთ 1 600 ახალ
მატრასს და პატიმრებს მკვეთრად გაუუმჯობესებთ პირობებს. იგეგმება ასევე
პრობაციონერთა რაოდენობის განახევრება“,- განაცხადა მინისტრმა.
მან პატიმართა ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრა და
აღნიშნა, რომ ამ საკითხე მომუშავე კომისია უახლოეს პერიოდში შეიქმნება.
internet.ge